Deeper
პროდუქტის კოდი: Deeper

რაოდენობა ფასი
1 ცალი 0 ლარი
5 ცალი 0 ლარი
10 ცალი 0 ლარი

მალე




  • აღწერა
  • მულტიმედია
  • რამდენიმესაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, როდესაც თქვენს ანკესსა და მის სატყუარას თევზი არა და არ მიჰკარებია, ალბათ გიფიქრიათ: რა იქნებოდა, თქვენს სმარტფონს რომ ეკარნახა თევზების ადგილმდებარეობა?
  • პირველად მსოფლიოში Friday Lab-მა მოყვარული და პროფესიონალი მეთევზეებისათვის შექმნა ინოვაციური, ჭკვიანი ჰიდროლოკატორი Deeper. ჰიდროლოკატორი თქვენი სმარტფონისა და პლანშეტის ეკრანზე გამოსახავს თევზების ადგილმდებარეობას. თუკი აქამდე არასდროს დაბუნებულხართ შინ დიდი რაოდენობის "ნანადირევი" თევზით, Deeper ამის რეალურ შესაძლებლობას გაძლევთ!
  • Deeper ჭკვიანი ჰიდროლოკატორი თავსებადია Android 2.3+ და iOS 5.0+ სმარტფონებისა და პლანშეტების ოპერაციულ სისტემაზე. 
  • ჭკვიანი ჰიდროლოკატორი მუშაობს 0,5-დან 40 მეტრამდე სიღრმეში და თევზების ადგილმდებარეობის, ნებისმიერი დაბრკოლებისა თუ წყლის ტემპერატურის შესახებ პლანშეტსა და სმარტფონზე ინფორმაციას იტყობინება Bluetooth ტექნოლოგიის საშუალებით. 
  • Deeper-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ამინდში წახვიდეთ სათევზაოდ, მხოლოდ ამ ტემპერატურულ დიაპაზონში:  -10 _დან +40_მდე. როდესაც ანკესით თევზაობთ ნავიდან, ხიდიდან თუ უბრალოდ ხმელეთიდან, შეგიძლიათ დაზვეროთ სიტუაცია და განსაზღვროთ თევზების ადგილმდებარეობა 50 მეტრის რადიუისში. Deeper ირთვება და აქტიურდება მხოლოდ წყალში ჩაძირვის შემდეგ და არახელსაყრელ პირობებში სულაც არ საჭიროებს თქვენი მხრიდან ხელთათმანებისა თუ სხვა დამცავი საშუალებების მოხსნას - მის პატარა ღილაკებზე წვდომა ძალიან მოსახერხებელია.
  • Deeper კომპაქტური და ერგონომიკურია, დიამეტრში სულ რაღაც 6,5 სანტიმეტრია და დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც წყლისგან არასდროს დაზიანდება. ჰიდროლოკატორი არამარტო წყალგამძლეა, არამედ უძლებს მცირე დატრყმებსაც. ლითიუმ-იონის ელემენტი უზრუნველყოფს მოწყობილობის 6 საათამდე უწყვეტ მუშაობას და დამუხტვის შემთხვევაში ისარგებლებთ მიკრო USB-კაბელით.

Content 2
მსგავსი პროდუქცია