Goji-ს სმარტ საკეტი
პროდუქტის კოდი: Gojiaccess

რაოდენობა ფასი
0 ცალი 0 ლარი
0 ცალი 0 ლარი
0 ცალი 0 ლარი

მალე




  • აღწერა
  • ზოგადი მიმოხილვა
  • სპეციფიკაცია
  • ბმულები
  • Goji აგზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებებს

  • Goji-ს სმარტ საკეტი ჩაშენებული კამერის საშუალებით სურათებს უღებს თქვენი სახლის კართან მოსულ პირ(ებ)ს და ავტომატურ რეჟიმში თქვენს მობილურ ტელეფონზე აგზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებას, რათა დროულად შეიტყოთ ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულ მომენტში ვინ შევიდა თქვენს სახლში.
  • თქვენს მობილურზე Goji-ს აპლიკაციითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით ასევე შესაძლებელია თქვენი სმარტ საკეტის ირგვლივ სრული ინფორმაციის მიღება.
  • ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საკეტის ირგვლივ შეინიშნება, ჩაიწერება და განთავსდება სისტემაში, რომელზე წვდომაც შესაძლებელია დროის ნებისმიერ მონაკვეთში Goji-ს აპლიკაციისა და თქვენი ონლაინ-ანგარიშის მეშვეობით.

 

 

დაუკავშირდით Goji-ს დროის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ადგილიდან

Goji-ს ტექსტური შეტყობინებებით ან/და ელ.ფოსტის საშუალებით გექნებათ თქვენს სახლთან მუდმივი კავშირის საშუალება. კავშირი შესაძლებელია იყოს როგორც ულიმიტო, ასევე შეზღუდული - მორგებული კონკრეტულ დროსა და თარიღს. ახლა უკვე აღარაა შემაწუხებელი სტუმრებისა თუ მეიჯარეებისგან გასაღების დაბრუნება. Goji-ს საშუალებით შეგიძლიათ თქვენს სახლში, თქვენ გარეშე, უსაფრთხოდ უმასპინძლოთ ნებისმიერს, იქნება სტუმარი თუ საშიანაო სერვისის წარმომადგენელი (ძიძა, დიასახლისი, ძაღლის მომვლელი, კონტრაქტორი და ა.შ) - ისინი თავიანთი მობილურის საშუალებით შევლენ სახლში. სახლთან წვდომის პარამეტრების რედაქტირება/ანულირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ეს აგრეთვე მშვენიერი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც www.airbnb.com-ის მეშვეობით მოკლევადიან სტუმრებზე აქირავებს  საკუთარ სახლს.

 

Goji-ს სმარტ საკეტი მუშაობს როგორც ძირითადი,

ისე ტრადიციული სარეზერვო გასაღებით

Goji-ს სმარტ საკეტი ოპტიმიზირებულია სმარტფონზე სამუშაოდ, გარდა ამისა, Bluetooth Low Energy-ს პროგრამა დაგეხმარებათ კარის გაღება/დაკეტვაში(დაბლოკვა/განბლოკვაში), მანქანის სამართავი პულტის მსგავსად, მხოლოდ დროისა და თარიღის დამატებითი პარამეტრების გაწყობით. ესა ძალიან მოსახერხებელია ბავშვებისა და მოხუცებისთვის, რომლებიც თან (ან კონკრეტულ მომენტში) არ ატარებენ მობილურ ტელეფონს. Goji-ს სმარტ საკეტს თან ახლავს ორი მექანიკური ტიპის გასაღები სარეზერვოდ, ყოველი შემთხვევისათვის.

 

ჩაკეტეთ თქვენი სახლის კარი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან

Goji-ს მობილური აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ჩაკეტოთ (დაბლოკოთ) თქვენი სახლის კარი.

 

თქვენს საფულეს ან ჯიბეს უკვე აღარ ემუქრება გასაღებისგან დაზიანება

Goji-ს მობილური აპლიკაცია ასევე საშუალებას გაძლევთ თქვენი სახლის კარი გაიღოს ავტომატურად, თქვენი მიახლოვებისთანავე, დამოუკიდებლად იმისა, ამოიღებთ თუ არა თქვენს სმარტფონს ჩანთიდან თუ ჯიბიდან. 

მუშაობს ყველა სმარტფონზე

Goji-ს თავდაპირელი აპლიკაცია გათვლილი იქნება iOs-სა და Android-ის პლათფორმისთვის, ხოლო მომდევნო ახალი ვერსიები უკვე მოიცავს ტელეფონების ფართო სპექტრს.

 

დაყენების სიმარტივე

Goji-ს სმარტ საკეტის მარტივი დიზაინი, ასევე WIFI-ს კონფიგურაციის მარტივი პროცედურა და საკეტის კიდევ უფრო მარტივი დაყენების ინსტრუქცია დამატებითი პლიუსია საკეტის თითოეული მომხმარებლისათვის.

Content 2
მსგავსი პროდუქცია